პროექტი

პროექტი-ლიტერატურაში  გაფანტული  ანდაზები
პროექტის სახელი:ლიტერატურაში  გაფანტული  ანდაზები
პროექტის მოკლე აგწერა:მივიწყებული ანდაზების მოძიება-შეგროვება
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეებმა მოიძიეს ქართული ანდაზები:“მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“,“ხარი ხართან დააბი ან ზნეს იცვლის ან ფერსაო“,“ფერი ფერსაო,მადლი  ღმერთსადა სხვა.გამოიკვლიეს მათი წარმოშობა,-მაგალითად:“მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“.-სამართლის მოყვარე ხელმწიფესთან საჩივარი შეიტანა ათასმა ადამიანმა-მოითხოვდნენ,ერთიკაცის დასჯას.იმდენი ევედრეს,რომ კინაღამ დაითანხმეს მეფე.მოპასუხემ იმართლა თავი და სთხოვა,რომ მის სოფელში კიდევ ორმოცი ქალი იყო,თუ ისინიც შეევედრებიან მეფეს ,იმ შემთხვევაში დამსაჯეთო.მოიყვანეს ის ქალები.მათკი მოითხოვეს მისი გაბედნიერება.ხელმწიფე გაოცდა  და უთხრა კაცს:რამდენი მოსისხარი მტერი დარამდენი გულითადი მეგობარი გყოლია?
-კაცმა უთხრა:ჯერის დაათვალიერეთ იმ ათას ქალში თუ რომელიმე ლამაზი აღმოჩნდა,ერთი მაინც,და პირიქით ,იმ ორმოცში-ერთი მახინჯი მაინც,მაშინ მოგახსენებთ სიმართლეს. გადაამოწმეს და ზუსტად ისე აღმოჩნდა,როგორც კაცმა თქვა.ხელმწიფე გაოგნებული იყო. კაცმა უთხრა: ერთი საწყალი მესარკე ვარ,სარკეებს ვაკეთებ,არავისთვის არა დამიშავებია რა,ლამაზები სარკეში ჩახედვისას კეკლუცობენ,უხარიათ,მახინჯმა კი იმიტომ უნდა ჩაიხედოს, რომ თავისი სიმახინჯე გამოისწოროს.ესენი კი თავიანთ სიმახინჯეს მე მაბრალებენ. ახლა კი რისი ღირსიც ვიყო ის მომისაჯეთო.
მოეწონა ხელმწიფეს დაგამოსცა ბრძანება:დღეის იქით აღარავინ გაბედოს საჩივარი აღარც სარკეზე,აღარც მწერლებზე, რადგან ორივე ერთმანეთს ემსგავსებიან მოხელეობითაო.
ამ ანდაზებზე დაკვირვებით მოსწავლეები შეძლებენ გაითვითცნობიერონ ის სიბრძნე,ჩაწვდნენ არსს თუ ,რატომ  გამოიყენა დიდმა ილიამკაცია-ადამიანისეპიგრაფად სწორედ ეს ანდაზა. მოსწავლეები შეძლებენანდაზების შესწავლით,პრობლემების გათავისებას.გზამკვლევი კი გამოადგებათ ცხოვრებაში პრობლემებისმოსაგვარებლად (თუ ასეთი არსებობს) გზების ძიებაში.
მონაწილეთა ასაკი:12-17 წელი/VII-XII კლასები.
ვადები/ხანგრძლივობა:2015.25-29 აპრილი.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ინტერვიუს აღება, დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალაზე, შემოქმედებითი პრეზენტაციები ,ბლოგები.
სარგებელი სხვებისთვის:მოსწავლეები შეიძენენ და გაიუმჯობესებენ ინტერვიუს აღების უნარებს,გაიღრმავებენ ისტ ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარ-ჩვევებს, სააშკარაოზე წარმოჩნდება ქართველი კაცის გენია.
საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს:გეოგრაფიაში(შეისწავლიან სხვადასხვა კუთხის ადგილმდებარეობას),ისტორიაში(ღირსეულ ადამიანებთან შეხვედრისას),საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით(ინტერნეტში მასალების მოძიებით, დამუშავებით,პრეზენტაციების მომზადებით და ფოტო-მასალების მოძიებით. ქართულ ენაში შეიძენენ ინტერვიუს აღების უნარებს, გაიუმჯობესებენ  წერისა და კითხვის ჩვევებს,გამოუმუშავდებათ შემოქმედებითი უნარ -ჩვევები.
პროექტის ხელმძღვანელის სახელი: ციცინო ჯალაღანია
პროექტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:  cjalagania@gmail.com

პროექტის ბლოგი: http://cicinojalagania.blogspot.com


No comments:

Post a Comment